ფუტკრის ოჯახი
ფუტკრებს თავისი იერარქია გააჩნიათ, რისი მიხედვითაც განსხვავდება მათი შინაგანი და გარეგანი აგებულება.
დედა ფუტკარი (მას დედოფალსაც უწოდებენ)
ოჯახის უფროსი და საპატიო წევრია. მის გარეშე ოჯახი ვერ მრავლდება და მცირე ხანში იღუპება.
დედა ფუტკარი გამოირჩევა სხეულის სიგრძით და მოწითალო ფერით. მუშა ფუტკრებისაგან განსხვავებით, დედა ფუტკარს არ აქვს მუშაობისათვის საჭირო მოწყობილობა, მაგრამ კარგად განვითარებული აქვს სასქესო ორგანოები.
ფიჭებზე მოძრაობს სწრაფად, ხოლო დაფრინავს ნელა, თუმცა ფრენა მას სჭირდება მხოლოდ გასანაყოფიერებლად, სკიდან გამოსვლისას ან ნაყართან ერთად გამოფრენისას. მთელ დანარჩენ დროს იგი სკაში ატარებს.
ერთხელ განაყოფიერებულ დედას ინტენსიურად კვერცხის დება შეუძლია 2-3 წლის განმავლობაში. შესაძლოა დედა ფუტკარმა იცოცხლოს 9 წლამდე, თუმცა მისი ნაყოფიერება კლებულობს. დღე-ღამეში დედა ფუტკარი დებს 3000-მდე კვერცხს.
დედა ფუტკარი ცოცხლობს მხოლოდ ოჯახში. სხვა ფუტკრებისაგან იზოლირებული, კარგი კვების პირობებშიც კი იღუპება 2 დღეში.
დედა ფუტკრის დაღუპვის შემთხვევაში, ფუტკრებს, ახლად დადებული კვერცხიდან, განსაკუთრებული კვების შედეგად შეუძლიათ გამოიყვანონ ახალი დედა.
მუშა ფუტკრები
მუშა ფუტკრებს არ შეუძლიათ დედა ფუტკარივით -კვერცხის დება ან მამალი ფუტკრებივით - შეჯვარება.
ისინი იბადებიან სამუშაოდ და მთელი არსებობის განმავლობაში სრულებენ მშენებლის, მცველის, მომვლელის და შემგროვებელის როლს, ამიტომ მათ ფეხებზე კალათების გარდა აქვთ ცვილის ფირფიტები და ფუნჯები და ძალიან კარგად განვითარებული ნესტარი.
მსხვილ მამალ ფუტკრებს დაკისრებული აქვთ მხოლოდ დედა ფუტკრის განაყოფიერების ფუნქცია.
ისინი არ აგროვებენ ნექტარს და არ მუშაობენ სკაში.
მუშა ფუტკრები მათ კვებავენ, უვლიან შემოდგომამდე, ანუ იქამდე, ვიდრე არსებობს მათ მიერ დადა ფუტკრის განაყოფიერების საჭიროება. მერე კი ყრიან სკიდან.
განაყოფიერება ხდება სკიდან გარეთ. ახალგაზრდა დედა ფუტკარი გამოფრინდება სკიდან და მას სპეციფიური სუნით პოულობენ მამალი ფიტკრები და ანაყოფიერებენ ფრენისას. განაყოფიერებული დედა ბრუნდება სკაში და იწყებს კვერცხის დებას.
ვალდებულებების ასეთი მკაცრი განაწილების შედეგად, ფუტკრებს არ შეუძლიად ინდივიდუალური არსებობა და წარმოადგენენ კოლექტიური თანაცხოვრების იდეალურ მაგალითს.
ერთი ოჯახის ფუტკრები არჩევენ თავისიანებს ფერომონების საშუალებით, ამიტომ სხვა ოჯახის ფუტკრის მოხვედრა სკაში გამორიცხულია - მას ჩხუბით გააგდებენ სკიდან.
ფუტკრების ძირითადი კანონია ოჯახის დაცვა, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც. ოჯახის შენარჩუნების ინსტინკტის გამო, სკაში იცვლება თაობები და არ წყდება ოჯახის არსებობა.
|