ფუტკარი

ფუტკარი, არა მხოლოდ ერთადერთი მწერი, არამედ ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფრით სასარგებლოა.

იგი ცხოვრობს არა რაიმეს ან ვინმეს ხარჯზე, არამედ იკვებება ყვავილის ნექტრით და მტვრით, ხოლო სანაცვლოდ ახდენს დამტვერიანებას, რის გარეშეც ყვავილი უნაყოფოდ დარჩებოდა.

ფუტკარი არანაირად არ ავნებს გარემოს. მისთვის უცხოა პრინციპი ”მოკალი, რომ იცოცხლო”, თუმცა ევოლუციის მთავარ პრინციპს - ”ცოცხლობს უძლიერესი”, იგი არ არღვევს. 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე ადამიანზე ადრე, ფუტკრები არსებობდნენ. თავდაპირველად ისინი განმარტოვებულად ცხოვრობდნენ. გარემოს მუდმივი ცვლილებების გამო, ფუტკრებს უხდებოდათ შეგუება. მცენარეებისაგან მიღებულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ისინი უმატებდნენ საკუთარ აქტიურ ნივთიერებებს, რითიც ძლიერდებოდნენ. 

კოლექტიურ ცხოვრებაზე გადსვლამ, მათ გადარჩენის საშუალება მისცა. ცალკეულად აღებული ყოველი ფუტკარი ცოცხლობს მოკლე დროის მონაკვეთში, ხოლო ფუტკრის ოჯახს აქვს მუდმივი არსებობის საშუალება. 

ფუტკრის ყველა პროდუქტს, გამონაკლისის გარეშე, გააჩნია საკვები და სამკურნალო თვისებები.

მისი საშინელი შხამიც კი - ეფექტური წამალია.

სიკვდილის მერეც კი სასარგებლოა ფუტკარი, რადგან მისი სხეულიდან მზადდება წამალი.

ფუტკრის ძირითად მტერს, ცვილის ჩირჩილსაც კი გააჩნია სამკურნალო თვისებები. 




 
ფუტკარი | თაფლი | ფუტკრის პროდუქტები | მედიცინა | კოსმეტოლოგია | სამზარეულო | სახალისო
გამოიწერე სიახლეები
შეიყვანე ელ-ფოსტის მისამართი