სახის ნიღბები
თაფლი საუკეთესოდ წმენდს და ასწორებს კანს, აძლევს მას ბრწყინვალებას. ამის გარდა, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მავნე ბაქტერიების გამრავლებას და აქვთ სამკურნალო ეფექტი.
კოსმეტოლოგიაში თაფლის გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ თაფლი ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ამიტომ თაფლზე დამზადებული საცხის, ნიღბის, ლოსიონის და ა.შ. გამოყენებამდე აუცილებელია სინჯის გაკეთება. ამისათვის საუკეთესო ადგილია მაჯა. შეიზილეთ მცირე რაოდენობით თაფლი და დააკვირდით რამოდენიმე საათის განმავლობაში. თუ შეამჩნევთ სიწითლეს, გაღიზიანებას ან ქავილის შეგრძნებას, უმჯობესია თავი შეიკავოთ თაფლით გალამაზებისაგან.
ნიღაბი კლეოპატრა:
1 სუფრ. კოვზი თაფლი;
1 სუფრ. კოვზი შვრიის ან ხორბლის ფქვილი;
1 ჩაის კოვზი არაჟანი (მშრალი კანისთვის) ან რამოდენიმე წვეთი ლიმონი (ცხიმიანი კანისთვის).
ეს ნიღაბი განაახლებს სახის კანის ფერს, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს შეუწყობს კანის გაწმენდას. შეურიეთ თაფლი და ფქვილი ერთმანეთს, კარგად მოურიეთ, რომ არ დარჩეს გუნდები. თუ მშრალი კანი გაქვთ, დაუმატეთ არაჟანი, თუ ცხიმიანი - რამოდენიმე წვეთი ლიმონი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე და ყელზე და დატოვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიშორეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ორჯერ ერთი თვის განმავლობაში. 2-3 თვის შემდეგ გაიმეორეთ კურსი.
------------------------------------------
* შეურიეთ თაფლი შვრიას და გახეხილ ნიგოზს - ეს სახის შესანიშნავი “სკრაბია”.
* შეურიეთ ერთმანეთს თაფლი და ვაშლის წვენი, წაისვით სახეზე და 1 5 წუთი გააჩერეთ - ეს დამატენიანებელი ნიღაბია, რომელიც ამკვრივებს და არბილებს კანს.
* სახის ნიღაბის მოსამზადებლად 2ჩ.კ. რძე და 2 ჩ.კ. თაფლი არიეთ. ათი წუთით დადგით და შემდეგ სახეზე წაისვით.
* თაფლი მშრალი კანის ლოსიონის ფუნქციასაც ასრულებს. 1/4 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი და 1 ჩ.კ. თაფლი, დადგით 10 წუთით და შემდეგ გამოიყენეთ.
* თაფლის კოსმეტიკური ნიღბისთვის საჭიროა: 50 გრ. ცვილი, 100 გრ. სალბის ნახარში, 100 გრ. თაფლი. 100 გრ. მდუღარე დააყენეთ, გაწურეთ. გაათბეთ ცვილის გადნობამდე, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.ნიღაბს გააჩნია მკვებავი მოქმედება.
* გამწმენდი ნიღაბი - 100 გრ. თაფლი, 25 გრ. სპირიტი, 25 გრ. წყალი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ტამპონით წაისვით სახეზე 15 წთ–ის განმავლობაში, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
------------------------------------------
სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი (მშრალი და ნორმალური კანისთვის)
ვარიანტი N1:
2 სუფრ. კოვზი თაფლი;
½ ჭიქა არაჟანი;
1 ჩაის კოვზი გრეიფრუტის ცედრა.
შეურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტები და დაიდეთ სახის და ყელის გასუფთავებულ კანზე. დაიტოვეთ 15-25 წუთით (თქვენი სურვილის მიხედვით). ნიღაბი ჩამოიშორეთ ერთი ჭიქა ცივი შავი ჩაით.
არაჟანი ან იოგურტი არბილებს და ატენიანებს სახის კანს.
გრეიფრუტი ატონიზირებს და ვიტამინებით კვებავს.
--------------------------------------------------------
სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი (მშრალი და ნორმალური კანისთვის)
ვარიანტი N2:
2-3 სუფრ. კოვზი ნესვის რბილობი;
1 ჩაის კოვზი თაფლი;
1 სუფრ. კოვზი არაჟანი.
ნესვი გახეხეთ და დაუმატეთ თაფლი და არაჟანი. ნარევი დაიდეთ სახეზე და დატოვეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიშორეთ ცივი წყლით.
ნესვი კანს არბილებს და ელასტიურობას აძლევს მას.
------------------------------------------
ნიღაბი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის
თქვენ დაგჭირდებათ:
თეთრი ყურძნის მტევანი ან 2 სუფრ. კოვზი პაპაიას რბილობი;
1 ჩაის კოვზი თაფლი.
დაჭეჭყეთ ყურძენი ან პაპაიას რბილობი (ამისთვის ან როდინი ან მიქსერი გამოიყენეთ) და შეურიეთ თაფლს. წაისვით ნარევი სახეზე, დაელოდეთ 20 წუთი და შემდეგ გაიწმინდეთ სახე გაგრილებულ რძეში დასველებული ტამპონით. ასეთი ნიღაბი აქერცლავს, განაახლებს და წმენდს კანს, ასევე ოდნავ ათეთრებს მას.
პაპაია განსაკუთრებულად სასარგებლოა გაუხეშებული კანისთვის, ის არბილებს და წმენდს კანს. მას აქვს ღრმა გამწმენდი ეფექტი და ათავისუფლებს კანს მკვდარი უჯრედებისგან.
|