|
აკაკი წერეთელი
... ჩვენ დროში უფუტკრო ოჯახი უწმინდურად მიაჩნდათ; ყველა უფრთხილდებოდა არამს, რომ ფუტკარი არ გამიფრინდეს და ქვეყანაში თავი არ მომეჭრასო. აშენებდა, უკუღმართობას ერიდებოდა, სანთლით ღმერთს ემსახურებოდა და თაფლიც კიდე საოჯახოდ რჩებოდა....
... ყველაზე უპირველესი ფუტკარია, ამიტომ რომ მარტო კაცის მუშაკი კი არ გახლავსთ, ღვთის მოსამსახურეც არის. სულსაც არგია და ხორცსაც. ერთისთვის სანთელს აკეთებს და მეორესთვის თაფლს. და როგორც აკეთებს, ის ხომ თქვენც მოგეხსენებათ. ...
|
|
|
|
უძველესი დროიდან თაფლი გამოიყენებოდა არა მხოლოდ როგორც გემრიელი და ნოყიერი საკვები, არამედ როგორც სიმხნევის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ბუნებრივი საშუალება.
ბერძენი მათემატიკოსი პითაგორა , რომელიც გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, ამტკიცებდა, რომ მისი ხანგრძლივი და, რაც მთავარია ნაყოფიერი ცხოვრების საიდუმლოება მხოლოდ თაფლის ყოველდღიურ მიღებაშია.
ფილოსოფოსი-მატერიალისტი დემოკრიტე, რომელმაც 100 წელზე მეტი იცოცხლა, წერდა, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ”შიგნეულობას მივაწოდოთ თაფლი”.
|
|
|
|
გავრცელებულია აზრი, რომ თაფლის ხარისხის შემოწმება შესაძლებელია ქიმიური ფანქრით ან თაფლზე იოდის დაწვეთებით. თუმცა, ქიმიური ფანქრით ვგებულობთ მხოლოდ წყლის გადამეტებულ შემცველობას, ხოლო იოდით - ცარცის დანამატის არსებობას.
თაფლის შეძენისას გაითვალისწინეთ რამოდენიმე რჩევა:
|
|
|