თაფლი კულინარიაში

* თაფლი ფართოდ გამოიყენება ხილის დესერტების დამზადებისას. მისი წყალობით ხილი ნატურალურ ფერსა და გემოს ინარჩუნებს. მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის  სუსტი გემოსა და სუნის თაფლი უნდა შეირჩეს, რომ ხილის გემო არ დაჩრდიოლოს.
 * ხილმა ზამთარში ახლის გემო რომ შეინარჩუნოს, ნაჭრებად დაჭრილს თაფლი დაასხით და მაცივარში შეინახეთ. ხოლო მთლიან ხილს 1 ჭიქა წყლისა და 2 ჭიქა თაფლის ნაზავს ასხამენ.
 * იოგურტი თაფლით - შესანიშნავი დესერტია
 * ბლინების რეცეფტებში შაქრის თაფლით შეცვლა გემოს განუმეორებელს გახდის.
 * ბანანი თაფლით - პუდინგის შესანიშნავი სამშვენისი
* შეურიეთ თაფლი ნაღების კარაქს და ეს ნარევი ბისკვიტს გადაუსვით. მოხარშულ შოკოლადს შეცვლის
--------------------------------

გოზინაყი
   გოზინაყი, საახალწლო ტკბილეული. ახალი წლის მისალოცი თაფლის - აბრამიანის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, რაჭა) გოზინაყი ჩურჩხელას ეწოდებოდა. ქართველი ხალხის ძველი რელიგიის რწმენა-წარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და "ბატონებს" სწირავდნენ - თაფლს საშობაო კორკოტში ურევდნენ, კაკალს "ბატონებს" უკმევდნენ, (ბაზმა). სვანეთში ლიფანალის დღეობაზე თაფლისა და რძის ნაზავს ასხურებდნენ ხოლმე იმ გზას, რომლითაც ვითომც უკან ბრუნდებოდნენ მიცვალებულთა სულები.

მომზადება
ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევე შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთ-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასალა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქარებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.

მასალა :
ნიგოზი - 500 გრამი
თაფლი - 250 გრამი
შაქარი - 4 სუფრის კოვზი
-----------------------

მუსი თაფლის       
ოთხი კვერცხის გულს თანდათან მოვასხათ ერთი ჩაის ჭიქა თაფლი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ არ შესქელდება; გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.

მასალა:
კვერცხი - 4 ცალი
თაფლი - 1 ჩაის ჭიქა
-----------------------

კოლიო ნიგვზითა და ქიშმიშით
დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავასხათ წყალი და ვხარშოთ რამოდენიმე საათის განმავლობაში, სანამ კარგად არ ჩაიხარშება. ჩავყაროთ შიგ გარეცხილი, დარჩეული ქიშმიში და კიდევ ვხარშოთ სანამ წყალს არ შეიშრობს. მერე გადმოვდგათ ცეცხლიდან, ავურიოთ შიგ თაფლი და დანაყილი ან წვრილად დაჭრილი ნიგოზი.

მასალა:
ხორბალი– 1 კილოგრამი, ქიშმიში– 200 გრამი, თაფლი– 200 გდამი, ნიგოზი– 200 გრამი.
-----------------------

თაფლის ტორტი
200გრმარგარინი დავადნოთ, დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი, 2 კვერცხი, 2 ჭიქა ფქვილი
ცალკე ავრიოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი სოდა და დავამატოთ ძირითად მასას.
გავშალოთ ცხიმწასმულ ქაღალდზე და გამოვაცხოთ დაახლოვებით 20 წუთის განმავლობაში.
წასასმელად გამოვიყენოთ: ერთმანეთში არეული და გაციებული 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა არაჟანი
-----------------------

თაფლის პრიანიკები
250 გრ პურის ფქვილი, 100 გრ. ნატურალური თაფლი, 2 გრ. სოდა, 1 კვერცხის გული (1/2 - ცომში, ½ - წასასმელად), 70 გრ. შაქარი, 30 გრ კარაქი, 50 გრ. წყალი, ლიმონი
მოვადუღოთ სიროპი: ქვაბში მოვათავსოთ შაქარი, თაფლი და წყალი; ვადუღოთ იქამდე, სანამ დადნება შაქარი. გადავდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ ფქვილის ¾ და კარგად მოურიოთ. როდესაც ცომი გაცივდება, დავამატოთ დარბილებული კარაქი, სოდა, დანარჩენი ფქვილი, ლიმონის ცედრა. ვზილოთ ვიდრე ცომი გახდება ერთგვაროვანი. ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ის სისქემდე, გამოვჭრათ პრიანიკები და დავალაგოთ ჟაროვნაზე მოთავსებულ, ცხიმწასმულ ქაღალდზე. წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ.
-----------------------

თაფლის ნაყინი
1 ლიტრი თხევადი ნაღები და 0,3 კგ თაფლი კარგად შეურიოთ ერთმანეთს და გავყინოთ
-----------------------

პიკანტური სალათა
100გრ სტაფილო
150გრ ჭარხალი
200გრ კარტოფილი
300გრ მჟავე კიტრი
150გრ მწვანე ხახვი
100გრ თაფლი
დაჭრილ ბოსტნეულს დავამატოთ თხევადი თაფლი და კარგად შეურიოთ ერთმანეთს.
-----------------------

უმი სტაფილო თაფლით და არაჟნით
გავხეხოთ 60გრ. სტაფილო, დავამატოთ 20 გრ. არაჟანი და 20 გრ. თაფლი
-----------------------

თაფლის კრემი
3 ჭიქა მაწონს დავამატოთ 1ჭიქა თაფლი და 1 სუფრის კოვზი ჟელატინი. კარგად შეურიოთ ერთმანეთს, ჩავასხათ ფორმებში და შევდოთ მაცივარში
-----------------------

თაფლის მდოგვი
ჩვეულებრივ მდოგვს დავუმატოთ გემოვნებით ცოტა თაფლი, მზესუმზირის ზეთი, ძმარი და შავი პილპილი. მივიღებთ უჩვეულოდ სასიამოვნო, პიკანტურ გემოს.
-----------------------

ფუტკარი | თაფლი | ფუტკრის პროდუქტები | მედიცინა | კოსმეტოლოგია | სამზარეულო | სახალისო
გამოიწერე სიახლეები
შეიყვანე ელ-ფოსტის მისამართი